четверг, 15 октября 2015 г.

მოწევა ავადმყოფობაა?!


                               
                         

       დღეს განვიხილავთ მსოფლიოში სადაო და პრობლემატურ საკითხს. ამერიკის კონტინენტიდან შემოსულმა ,,უცხო ხილმა'', მცენარემ, სახელწოდებით თამბაქო, მალევე დაიპყრო მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. თავდაპირველად თამბაქოსგან დამზადებული სიგარეტი ძვირ სიამოვნებად ითვლებოდა და ამასთან საკმაოდ ამოპულარული იყო. მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებში, განურჩევლად სქესისა. წლებთან ერთად, მედიცინის განვითარებამ და სიგარეტის ფართოდ გავრცელებამ მოწევის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. საუბარი იმაზე თუ რა მიზნით თუ მიზეზით მოიხმარენ მას დღეს და რა სახის აკრძალვებია მასზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, შორს წაგვიყვანს. უნდა ითქვას, რომ სიგარეტის მიმართ ანტისიმპატიით არის განწყობილი მედიცინაც და სარწმუნოებაც. რელიგია საკუთარ დამოკიდებულებას ასე ხსნის: როდესაც ქისტე ეწამა, თამბაქო ერთადერთი მცენარე იყო, რომელმაც თავი არ დახარა. ის ეშმაკისეულია და შესაბამისად ავის მომტანი. მედიცინა კი გვეუბნებოდა, რომ სიგარეტის მოხმარება ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სიცოცხლისთვის სახიფათოა. ადამიანის გამონაკლისი უცნაურობა თვალნათლივ ჩანს მხედველობაში. ისინი ფულს იხდიან იმისთვის, რომ დაავადნენ. სიგარეტი იმდენად სახიფათოა, რომ თავად მისი მწარმოებლები ვალდებულები არიან მომხმარებლები გააფრთხილონ ამის შესახებ საკუთარ პროდუქციაზე გამაფრთხილებელი წარწერის დაწერით. მიუხედავად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გაფრთხილებებისა, მწეველი კამიკაძეები არ წყვეტენ თამბაქოს მოხმარებას.
      თემის ძირითად კითხვაზე, არის თუ არა მოწევა ავადმყოფობა, ჩემი პასუხი ასეთია: მოწევა მავნე ჩვევაა, რომელიც  იწვევს უამრავ ავადმყოფობას.

                                                                                                               ნანა შამუგია
                                                                                                                      X კლასი






  თქვენ როგორ ფიქრობთ?

Комментариев нет:

Отправить комментарий